რატომ გააქტიურდნენ ბოლო დროს საქართველოში არამიწიერი არსებები?

რატომ გააქტიურდნენ ბოლო დროს საქართველოში არამიწიერი არსებები?
loading...

რატომ გააქტიურდნენ ბოლო დროს საქართველოში არამიწიერი არსებები? ამის შესახებ ჟურნალ "გზასთან" უფოლოგი ერეკლე შონია საუბრობს.

"- საფრთხის შემცველი ზონები სად არის?
- თბილისში რამდენიმე ცენტრალური ადგილია, ასევე - ქალაქგარეთ: კუს ტბის ზონა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გარკვეული ადგილი (დაახლოებით, 20 მ დიამეტრი)...

ჩვენს ხალხს ეს სულ არ აინტერესებს. რამდენჯერმე ტელევიზიითაც ვთქვით - აქ სახლებს ნუ აშენებთ, რადგან ასეთი ზონაა-თქო, მაგრამ უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდიათ. ჩვენს ხალხს ჯანსაღ ადგილას ცხოვრების შეგნება ჯერ არა აქვს. სადაც უნდათ, იქ ცხოვრობენ: არა მარტო ისეთ ადგილებში, სადაც არამიწიერი ზეგავლენაა, არამედ იქაც, სადაც ასეთი გავლენა არ არის, მაგრამ სხვა საფრთხის შემცველია და ცხოვრება არ შეიძლება. ყოველი მეორე კორპუსი ბზარებიანია. მერე არემონტებენ, ისევ აშენებენ... ქვის ხანის მენტალიტეტის ხალხი ვართ.
...
- მთავრობა თუ თანამშრომლობს თქვენთან? უფოლოგის რჩევებს რამდენად სერიოზულად იღებს?
- არა, არანაირად არ თანაშრომლობს, მაგრამ როცა არამიწიერი არსებების ადამიანებთან ურთიერთობის გააქტიურების პერიოდია და მთავრობას უჭირს (მაგალითად, შეტყობინებები მასობრივ სახეს იღებს), სამთავრობო ინსტიტუტები, ძალოვანი სტრუქტურები თავისთავად, ჩვენთან თამაშრომლობენ - მასალებს გვაწვდიან. ჩვენც მხარში ვუდგავართ და გამოკვლევაში ვეხმარებით. მიმდინარე ძალზე საინტერესო შემთხვევებზე მუშაობისასაც, ძალოვან სტრუქტურებთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს.

- შეგიძლიათ, კუმისის გახმაურებულ ამბავთან დაკავშირებით, რაიმე გვითხრათ?
- კუმისის ამბავი კვლევის პროცესშია და პრესასთან ჯერ არ ვსაუბრობ.
...
- ადამიანებსა და უცხოპლანეტელებს შორის რომანტიკული ურთიერთობების შემთხვევები ყოფილა?
- ყოფილა შემთხვევები, ადამიანს არამიწიერი არსება შეჰყვარებია ან მის მიმართ მონატრების გრძნობა გასჩენია. სექსზე არ ვსაუბრობ, სულიერ ურთიერთობას ვგულისხმობ."

presa.ge dle


აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
loading...
კატეგორია - უცნაური    5.09.2016

Загрузка...



      სარეკლამო სივრცე       
Загрузка...
2016 © PuP.Ge ყველა უფლება დაცულია.