Image

ყველაზე უჩვეულო სიკვდილები, რომლებზეც გაგეცინებათ... (11 ფოტო)

ყველაზე უჩვეულო სიკვდილები, რომლებზეც გაგეცინებათ... (11 ფოტო)
loading...
1. შვეიცარიის ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაწყვიტა დაეცვა დიეტა გახდომის მიზნით. მისი დიეტა კი მზეზე მიფიცხებაში მდგომარეობდა. საბოლოოდ კი იგი შიმშილისგან გარდაიცვალა. თუ საიდან დაასკვნა, რომ მზის სხივი კვებავს ორგანიზმს, ეს საიდუმლო საბრალომ საიქიოდ თან წაიღო.






2. აი, ახალი ზელანდიის მოქალაქე გოგონამ კი ერთ დღეში დალია 10 ლიტრი კოკა-კოლა. ეს მის ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი რეკორდი აღმოჩნდა. ის გარდაიცვალა სწორედ ამდენი კოკა-კოლის მიღების შედეგად.





3. ერთი მღვდელი კი თავის მრევლს მოუწოდებდა, რომ ქვეყანაზე წარმავალი ვერანაირი არსება ვერ დააკლებდა მათ ვერაფერს, თუ ექნებოდათ მტკიცე და მყარი რწმენა ღვთისა. ამის მაგალითად მან აიყვანა გველი და აკბენინა იმ მოტივით, რომ მისი რწმენა იხსნიდა და შხამი ვერას დააკლებდა, თუმცა ეტყობა "პასტერს" არ ეყო საკმარისი რწმენა, ის გარდაიცვალა.





4. სელფომანია ხომ საუკუნის საყოველთაო სენად იქცა. ბევრი ფატალური შედეგი მოჰყოლია ამ უკანასკნელის მცდელობას, თუმცა ერთი ფაქტი, რომელსაც ეხლავე მოგივყვებით, ნამდვილად გაგაოგნებთ. ერთ-ერთ ამბიციურ მოზარდს "მარიაჟობის" მიზნით სურდა გადაეღო სელფი იარაღით ხელში, რომელიც მიბჯენილი ჰქონდა კეფაზე. მისმა დაუფიქრებელმა შეცდომამ კი იგი ისმხვერპლა. სელფის გადასაღებად იმის მაგივრად, რომ მარცხენა ცერა თითი ტელეფონის ღილაკისთვის დაეჭირა, მან მარჯვენა ხელის თითი სასხლეტს გამოკრა და... ადვილი მისახვედრია რაც მოხდებოდა. ან საერთოდ გატენილი იარაღით თამაში რა გატაცებაა არ მესმის, ეშმაკს ხომ არასოდეს სძინავს.





5. ერთი ბიჭი კი ქუჩაში თავის წარმოჩენას მეტად უჩვეულო და ვულგარული გზით ცდილობდა. მან გაიხადა ტანსაცმელი და დედიშობილა (შიშველი) დარბოდა ქუჩიდან-ქუჩაზე. სწორედ მისმა გამომწვევმა ქცევამ დაღუპა, იგი ავტომობილმა გაიტანა.






6. ზოგჯერ ბუნება მკაცრია, ვიღაცას აჯილდოვებს ბევრით, ვიღაცისთვის კი ცოტასაც არ იმეტებს. არგენტინაში მცხოვრბემა გოგონამ, რომელიც მკერდის სიმცირეს განიცდიდა, გადაწყვიტა მისი გადიდება ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე, საკუთარი ხელით გაიკეთა მკერდში ვაზელინის ინექცია. თუმცა, რატომ მაინცდმაინც ვაზელინი, ეს საიდუმლოც
მასთან ერთად მოკვდა.






7. ჩინეთში 2 ადამიანი დაიღუპა და 4 მძიმედ დაშავდა, როდესაც ცდილობდნენ ბიოსაპირფარეშოდან 320$ ღირებულების ჩავარდნილი მობილური ტელეფონი ამოეღოთ. მსგავს შემთხვევაში თუ აღმოჩნდებით გახსოვდეთ, რომ ბიოსაპირფარეშოში გამოყენებული სითხე, სასიკვდილოდ მავნეა.




8. ბიჭმა გაიჭრა ხელი დანაზე, რომელიც მის მებრძოლ მამალს ჰქონდა ფეხზე დამაგრებული. იგი იმდენხანს გაურბოდა სამართალდამცავებს, რომ სისხლად დაიცალა და გარდაიცვალა. (ინფორმაციის დეტალები წყაროში არ იყო აღნიშნული)





9. ბიჭმა დალია "მეტამფეტამინი" იმის გამო, რომ მესაზღვრეები დაერწმუნებინა ვაშლის წვენი იყო თითქოს. იგი გარდაიცვალა.






10. გახდომის მიზნით ერთმა ქალბატონმა გაიკეთა კუჭის ოპერაცია და დაიმოკლა ორგანო კაკლის ზომამდე. თუმცა, ერთ დღესაც სძლია სულმა და საყვარელი კერძი მიირთვა უწინდელი პორციის რაოდენობით, რის შედეგადაც საკვები საყლაპავ მილში დაგროვდა და იგი უჰაერობისგან გაიგუდა.






11. ეგვიპტეში კი აი რა მოხდა. 17 წლის ბიჭი ჩავიდა ჭაში, რათა იქ ჩავარდნილი ქათამი გადაერჩინა, თუმცა ვეღარ ამოდიოდა და მის საშველად 2 ძმა და 1 და გაემართა. ვერც და-ძმამ უშველა და საუბედუროდ ისინიც შიგნით ჩაიყოლა. ყვირილზე 2 ხანში შესული მივიდა საშველად, თუმცა მათაც იგივე ბედი ეწიათ და საბოლოოდ, ჭიდან ამოიღეს ექვსი გვამი, ხოლო ქათამი ცოცხალი გადარჩა.
წყარო dle
2-10-2016, 20:11
კომენტარები