ბედის ირონია ანუ ადამიანები,რომლებიც სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს,შემდეგ კი მაინც დაიღუპნენ (15 ფოტო)

ბედის ირონია ანუ ადამიანები,რომლებიც სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს,შემდეგ კი მაინც დაიღუპნენ (15 ფოტო)
loading...

1) 21 წლის ბრაზილიელმა გოგონამ თითქოს სიკვდილი გააცურა, როდესაც ერთ საღამოს უკანასკნელ წუთს გადადო ღამის კლუბში წასვლა, სადაც საშინელ ხანძარში 238 ადამიანი დაიღუპა...თუმცა რამდნიმე დღეში იგი საშინელ ავტოკატასტროფაში დაიღუპა.



21 წლის ჯესიკა დე ლიმა პოლმა გაუკეთა ორგანიზება სტუდენტურ დისკოთეკას კლუბ Kiss-ში ბრაზილიის ქალაქ სანტა-მარიაში, თვითონვე გაყიდა ბილეთები, შემდეგ კი კლუბში წასასვლელად მოემზადა..ბოლო წამში მას მისმა ბოიფრენდმა, 20 წლის ადრიანო სტეფანელიმდაურეკა და ემუდარებოდა, რომ არ წასულიყო კლუბში....გოგონას არ უნდოდა ბოიფრენდისთვის ეწყენინებინა და კლუბში წასვლა გადაიფიქრა..რამდენიმე საათში კლუბში საშინელი ხანძარი გაჩნდა.უნდა აღინიშნოს, რომ 27 იანვრის ღამეს მომხდარი ხანძარი ყველაზე საშინელი იყო ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში რაც ოდესმე მომხდარა კლუბებში.



გოგონა ბედნიერი იყო, რომ ბოიფრენდის წყალობით სიკვდილს გადაურჩა.ანდრიანოს თავის მფარველ ანგელოზად თვლიდა...

4 დღის შემდეგ წყვილი ქალაქ ტორედოში გამეგზავრა, დაისვენეს იქ 2 დღე და შემდეგ უკან დაბრუნდნენ...გზაში ისინი საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვნენ, სატვირთოს შეასკდნენ.
ჯესიკა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი ბოიფრენდი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.




2) მაშველმა მოკლა-ჩინელი იე მენგ იუანი ავიაკატასტროფას გადაურჩა 2013 წლის 6 ივლისს .Boeing 777-სან-ფრანცისკოს აეროპორტში ცეცხლი გაუჩნდა.გოგონა თვითმფრინავიდან 9 მეტრში იწვა, იგი მეხანძრეების ქაფმა დაიცვა.



თუმცა ამ გაწამაწიაში სახანძრო მანქანამ ვერ შეამჩნია ქაფით დაფარული გოგონა და ზედ გადაურა...



ექპერტებმა მოგვიანებით დაამტკიცეს, რომ გოგონა ცოცხალი იყო..აღსანიშნავია, რომ 307 მგზავრიდან დაიღუპა მხოლოდ 2...ის მეორეც იე მენგის მეგობარი ვან ლინია იყო.აი ბედის ირონია!






3) ტყვიას ვერ გაექცევი-ახალგაზრდა ბლოგერი და სპორტული კომენტატორი ჯესიკარედფილდი ტორონტოს სავაჭრო ცენტრში გამართულ სროლაში მოყვა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა.



როგორც თვითონ მოგვიანებით წერდა, სროლამდე რამდენიმე წამით ადრე რაღაც უცნაური გრძნობამ შეიპყრო, სუპემარკეტიდან გარეთ გამოვიდა ჰამბურგერით ხელში.



ზუსტად ერთ წუთში მამაკაცმა ატეხა სროლა..ამ დღეს, 2012 წლის 3 ივნისს მან რამდენიმე წამით გაასწრო სიკვდილს.



თუმცა სულ ცოტა ხანში

2012 წლის 20 ივლისს დენვერში, კინოთეატრ Century 16 Movie -ში გადიოდა ფილმი ბეტმენზე .
24 წლის ჯეიმს ჰოლმსმა უმისამართო ცეცხლი გახსნა კინოთეატრში, სულ დაიღუპა 12 ადამიანი და დაიჭრა 58, დაღუპულთა შორის შორის იყო ჯესიკა რედფილდიც.







4) ერთ თვითმფრინავს გადაურჩა, სამაგიეროდ დაიღუპა სხვა თვითმფრინავში



ჰილდა იოლანდა მაიოლდი მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე შეტევის დროს 2001 წლის 11 სექტემბერს რესტორანში მუშაობდა, რომელიც სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე იყო განთავსებული, გოგონამ მოასწრო იქიდან დროულად გამოსვლა.

თუმცა გოგონამ მაინც ვერ შეძლო სიკვდილის მოტყუება, ორი თვის შემდეგ იგი 260 მგზავრთან ერთად დაიღუპა რეისზე American Airlines 589, რომელიც ჩამოვარდა ქვუინსში, ნიუ-იორკის გარეუბანში კუდის ვერტიკალური სტაბილიზატორის დაზიანების გამო.

26 წლის ჰილდა შვებულებაში მიმგზავრებოდა თავის მშობლიურ დომინიკის რესპუბლიკაში, საბედნიეროდ მისი დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი 2 კვირით ადრე გაემგზავრნენ.







5) რეისზე დაგვიანებული-2009 წელს იტალიელმა ქალბატონმა იოჰანა განტელარმა თავის ქმართან ერთად დააგვიანა რეისზე Air France 447, რომელიც ბრაზილიიდან პარიზში მიფრინავდა.



ცოლ-ქმარმა ბრაზილიაში გაატარეს შვებულება და სამშობლოში ბრუნდებოდნენ.
რეისი Air France 447 ატლანტიკის ოკეანეში ჩავარდა და თან 288 მგზავრის სიცოცხლე შეიწირა.



ორი კვირის შემდეგ იოჰანა დაიღუპა ავტოკატასტროფის შედეგად, მათი ავტომობილი სატვირთოს შეასკდა კუფტეინში(ავსტრია).მისი მეუღლე გადარჩა.

dle


აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
loading...
კატეგორია - უცნაური    28.09.2016

Загрузка...



      სარეკლამო სივრცე       
Загрузка...
2016 © PuP.Ge ყველა უფლება დაცულია.