Image

შოკისმომგვრელი ფაქტი - ტაილანდელმა მშობლებმა 2 წლის ქალიშვილი გაყინეს,რომ მომავალში მკვდრეთით აღსდგეს...

შოკისმომგვრელი ფაქტი - ტაილანდელმა მშობლებმა 2 წლის ქალიშვილი გაყინეს,რომ მომავალში მკვდრეთით აღსდგეს...
loading...
თავის ტვინის სიმსივნით დაავადებული პატარა გოგონა მედიკოსებმა აპარატიდან გამორთეს.

ამრიგად პატარა ტაილანდელი გოგონა ბანგკოკიდან მატერინ ნოავარატპონგი ამერიკული ფონდის Alcor Life Extension-ის ყველაზე ნორჩი კლიენტი გახდა. მისმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება მძიმედ დაავადებული მომაკვდავი გოგონა გამოერთოდ სიცოცხლისთვის საარსებო სისტემის აპარატიდან.

გოგონას თავში სიმსივნის დიაგნოზი გასულ წელს დაუდგინეს, მედიკოსებმა გოგონას 11 სანტიმეტრიანი წამონაზარდი ამოკვეთეს, თუმცა ოპერაციამ და ინტენსიურმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო.

იანვრის თვისთვის მატერინას თავის ტვინის 80% დაზიანებული ჰქონდა, ამასთანავე ბავშვის სხეულის მარცხენა ნაწილი მთლიანად პარალიზებული იყო.გოგონა მიერთებული იყო აპარატზე.ექიმებმა განაცხადეს, რომ ბავშვის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობდა.
მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება გოგონა აპრატიდან გამოერთოთ და შემდგომ გაეყინათ.

შედეგად Alcor Life Extension-ის სპეციალისტებმა, რომელიც არიზონაში მდებარეობს გოგონა გაყინეს იმის იმედით, რომ ოდესმე იგი შესაძლოა ისევ გააცოცხლონ.

შოკისმომგვრელი ფაქტი - ტაილანდელმა მშობლებმა 2 წლის ქალიშვილი გაყინეს,რომ მომავალში მკვდრეთით აღსდგეს...


წყარო dle
28-09-2016, 00:31
კომენტარები