Image

მამაკაცი ცოლს სხვასთან ღალატობდა, მაგრამ ასეთ დარტყმას არ ელოდა. დამაფიქრებელია

მამაკაცი ცოლს სხვასთან ღალატობდა, მაგრამ ასეთ დარტყმას არ ელოდა. დამაფიქრებელია
Загрузка...
ალბათ ამ ისტორიაში ბევრი საკუთარი ცხოვრების ანარეკლს დაინახავს… დააფასეთ ის, რაც გაქვთ…


– სად იყავი?– იკითხა ქმარმა.

– დედასთან,– წყნარად უპასუხა მას ცოლმა.

– ისევ? მასთან ბევრ დროს ატარებ,– უკმაყოფილოდ შენიშნა ქმარმა.

ცოლმა არაფერი თქვა.

– შეიცვალე, უემოციო ხარ, აღარაფერი გაინტერესებს… ადრე ასეთი არ იყავი. ერთად 5 წელი გავატარეთ, მაგრამ ახლა შენი ქცევა მაღიზიანებს… იქნებ სხვა ვიპოვო?– უთხრა მას ქმარმა ღიმილით.

– როგორც გინდა – უპასუხა ქალმა, და სუფრის გაშლა დაიწყო.


ეს პასუხი მამაკაცისთვის მოულოდნელი იყო. ის ადგა და სახლიდან წავიდა. ტელეფონი ამოიღო და დარეკა.

– პატარა, რას აკეთებ?

– საყვარელო… ცოტა ხნის წინ გავიღვიძე. შენი ნახვა მინდა,– თქვა ნაზად ქალმა.

– ჩემი გოგო, უკვე მოვდივარ, რამეს ხომ მომიმზადებ? მშია.

– რა თქმა უნდა! გელოდები.


ის მანქანაში ჩაჯდა და გზაში ყვავილებიც იყიდა. მისი საყვარელი ყვავილები…

გზაჯვარედინზე მამაკაცმა საშინელი ავარია დაინახა და უცებ მას იდეა გაუჩნდა. ის საავადმყოფოში წავიდა, სადაც მისი საუკეთესო მეგობარი ქირურგად მუშაობდა.


ის მის კაბინეტში შევიდა და დახმარება სთხოვა.

– მისმინე, ერთი იდეა მაქვს… ერთ ქალს ვხვდები და რაღაცის გადამოწმება მინდა, დამეხმარები?

მეგობარმა მას შეხედა და ჰკითხა:

– საყვარელი გყავს?

– კი, და ის მიყვარს.

– ადრე ცოლი გიყვარდა…

– ეს დიდი ხნის წინ იყო. ახლა კი, ის შეიცვალა.

– კარგი, დაგეხმარები. მაგრამ მგონია, რომ შენი ცოლი მშვენიერი ქალია და შენ მას არ აფასებ.


ექიმმა მეგობრის ნომრიდან მის საყვარელს დაურეკა.

– საყვარელო, უკვე მოხვედი?– თქვა ქალმა.

– გამარჯობა. საავადმყოფოდან გაწუხებთ. მამაკაცი სერიოზულ ავარიაში მოჰყვა, ბოლოს კი, ის თქვენთან რეკავდა.

– რა მოხდა? ცოცხალია?

– ცოცხალია, მაგრამ ორივე ფეხის ამპუტაცია ესაჭიროება. მოხვალთ?

– ბოდიში, ახლა ვერ მოვალ,– თქვა ქალმა. – თან ის ჩემი ნაცნობია, მეტი არაფერი. მის ცოლს დაურეკეთ…




მან ყველაფერი გაიგო და შოკში იყო. მეგობარმა კი თქვა: “მოდი შენს ცოლსაც დავურეკოთ”.

– მას საერთოდ არ ვჭირდები.

– ეს შენ ფიქრობ ასე, მოდი ვცადოთ.

– კარგი, მიდი.

ექიმმა ცოლის ნომერი აკრიფა.

– გამარჯობა დიანა!

– გამარჯობა, როგორ ხარ?

– ოღონდ არ ინერვიულო… შენი ქმარი ავარიაში მოჰყვა.

– ცოცხალია? როგორ არის?

– ცოცხალია, მაგრამ კომაშია.

– მალე ვიქნები.


– გავაგრძელოთ?– ჰკითხა ექიმმა მეგობარს.

– კი, დარწმუნებული ვარ, როცა გაიგებს რომ მდგომარეობა მძიმეა, წავა.

– ნუთუ საყვარელს უფრო ენდობი ვიდრე საკუთარ ცოლს?


მალე ცოლიც მოვიდა, ის ძალიან განერვიულებული იყო. როცა ის პალატაში შევიდა, მამაკაცი საწოლზე იწვა. დიანამ მას ხელზე აკოცა…

– საყვარელო, გთხოვ გაიღვიძე, ოღონდ იცოცხლე, ძალიან მიყვარხარ… შენს გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებ. მე იმიტომ შევიცვალე, რომ მე სხვა ქალმა დამირეკა. მითხრა, რომ ახლა მასთან ხარ. წასვლა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. გეგონა, რომ დროს დედასთან ვატარებ, მე კი უბრალოდ ვსეირნობდი, წარსულს ვიხსენებდი. ყველაფერს გაპატიებ და თუ მასთან წასვლა მოგინდება, გაგიშვებ… ოღონდ იცოცხლე.


მამაკაცმა ვერ გაძლო და მას მოეხვია.

– მაპატიე, ბრმა ვიყავი, დამავიწყდა რატომ შემიყვარდი… დღეს მივხვდი, რომ შენ ხარ ის ერთადერთი, რომელიც ყოველთვის დამიდგება მხარში, გამიგებს… მაპატიე, ტკივილს აღარასდროს მოგაყენებ… და არასდროს გაგიშვებ…



წყარო dle
20-09-2016, 17:42
კომენტარები
რეკლამა
loading...
ასევე დაგაინტერესებთ