Image

ის ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მილიონერი გახდებოდა... სანამ ფინჯანის ძირზე ეს არ იპოვა...

ის ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მილიონერი გახდებოდა... სანამ ფინჯანის ძირზე ეს არ იპოვა...
loading...
ადამიანების უმრავლესობა მიისწრაფვის იმისკენ, რომ მოკლე დროში გახდეს მდიდარი. როდესაც ანტიკვარიატის მაღაზიაში მოხვდებით, არის საგნები, რომელთაც ანსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.


1) ვერცხლი



თუ ვერცხლს წააწყდებით, თუნდაც, შელახულს, ანტიკვარიატის ექსპერტები გირჩევენ, ის შეიძინოთ. შეამოწმეთ ფინჯანების,თეფშების ძირები და მჭრელი ინსტრუმენტების სახელურები, ხომ არ არის მათზე ვერცხლის რაიმე ნიშნები, ან რაიმე სახის განმასხვავებელი ნიშნები. ჩარლზ სნიდერის მიხედვით, რომელიც ნიუ-იორკელი კოლექციონერია, ნიშნები, როგორიცაა: “925”, “ROGERS”, “GORHAM” ისინია, რასაც ეძებთ.


2) ნახატები და ჩარჩოები



თუ ნახატებსა და ჩარჩოებს წააწყდებით მაღაზიაში, ყურადღება მიაქციეთ მათ სტილს.მნიშვნელოვანია ხელმოწერები, თარიღები და ტექსტურა – ასევე, მიაქციეთ ყურადღება ჩარჩოებს.როგორც პაბლო სოლომონი , მხატვარი ამბობს, ჩარჩიებს არავინ აქვევს ყურადღებას, მაგრამ ისინი ხშირად, ძალიან ძვირფასია.ყოველთვის შემოატრიალეთ ნახატი უკან და შეამოწმეთ მისი ჩარჩო.ყურადღება მიაქციეთ ხელით ნაკეთ, ხის ჩარჩოებს.


3) ფაიფური



ვერცხლის მსგავსად, როდესაც წააწყდებით ფაიფურს, ან თიხის ჭურჭელს, ყოველთვის შეამოწმეთ მისი ძირი. ქეითი გირესოს მიხედვით, (ალექს კუპერის აუქციონერების წარმომადგენელი), ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ ნიშნებს, როგორიცაა: “WORCHESTER”, “Derby”, “Mccoy” და ისეთ სიმბოლოებს, როგორიცაა გადაჯვარედინებული მახვილები. ხშირად, ასეთი საგნები ძალიან ძვირფასია.


4) ბეისბოლისა და სავაჭრო ბარათები



ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ბეისბოლისა და კომერციულ ბარათებს.თუ ფიქრობთ, რომ უკვე გაქვთ ძვირფასი ბარათი, დახედეთ, მასზე რომელი მოთამაშეა გამოსახული.


5) მარკები



თუ ძველ ყუთში, შემთხვევით, მარკებს გადააწყდით, ხელიდან არ გაუშვათ, მართალია, რთულია იშვიათი მარკების პოვნა, მაგრამ შესაძლოა, გამოჩნდნენ მყიდველები, რომლებიც იყიდიან თქვენს მარკებს.


6) მინის ჭურჭელი



როდესაც საქმე ეხება ძვირფას მინის ჭურჭელს, მისი ვერშემჩნევა იოლია, კარნავალის ჭურჭელი მაშინვე თვალში მოგხვდება, მაგრამ დანარჩენები, ცოტათი შეუმჩნეველია. ყურადღება მიაქციეთ, რამდენად დიდი ხნის არის. როგორც წესი, ყურადღება უნდა მიექცეს ჭურჭლის ძირზე არსებულ ნიშნებსა და მარკებს.


7) მონეტები



როდესაც მონეტებს ეხება საქმე, მთავარი არსი მათ დეტალებშია.შესაძლოა, ძვირფასი მონეტების უმარავი ასპექტი დარჩეს შეუმჩნეველი, როგორიცაა თარიღები, მასალა.თუ გაქვთ მონეტების კოლექცია, ან ინდივიდუალური უნიკალური სტილის მონეტა, კარგი იქნება, რომ ის ნახოს კოლექციონერმა ან შემფასებელმა.


8) ავეჯი



თუ ეძებთ ან უკვე გაქვთ უნიკალური სტილის ავეჯი, დაიწყეთ მისი კონსტრუქციის შემოწმება.პაბლო სოლომონი გვირჩევს, შევამოწმოთ მისი დეტალები, როგორიცაა ანჯამები.თუ მათზე ამჩნევთ ჭანჭიკებს, იდეალურ სიმეტრიას და ა.შ. – დიდი შანსია, რომ ის არ იყოს ძვირფასი ავეჯი.

წყარო dle

18-09-2016, 20:11
კომენტარები