ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ (დაჯექით და იხარხარეთ) (10 ფოტო)

ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ (დაჯექით და იხარხარეთ) (10 ფოტო)
Загрузка...

რომ აღარ დავკონკრეტდე, ისედაც გასაგებია, რომ ქვეყანაში კანონი ამა თუ იმ თემასთან საჭირო და მეტიც-აუცილებელია, თუმცა ამაში არ ვგულისხმობ დღევანდელ, ჩვენს ქვეყანაში არსებულ, ქუჩაში ლუდის დალევაზე ფულადი ჯარიმით დასჯის კანონს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ და დაკანონებულს, შეზღუდვას აფთიაქში გარკვეული და აუცილებელი პრეპარატების ყიდვაზე, უბრალოდ ძირითადი ყურადღება სწორ დისციპლინაზე, ქვეყნისა და ერის წინსვლაზე მაქვს. ეს რაღა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია, დღევანდელი სტატია კი ცოტა იუმორისტული რაკურსით მინდა წავიყვანო, ვისთვის იუმორი და ვისთვის კანონი, თუმცა არის ქვეყნები, სადაც მკაცრად დაკანონებული წესები მძვინვარებს, თქვენ კი მათ წაკითხვაზე უბრალოდ გულიანად გაგეცინებათ. მაშ, გიტოვებთ სიას, სადაც შეხვდებით იმ ყველაზე სასაცილო კანონებს, რაც კი ოდესმე გსმენიათ.


1. თუ ძაღლს სასაცილო გამომეტყველებას მისცემთ...
სათაურით თუ იმსჯელებთ გაუგებარია რაზეა აქ საერთოდ საუბარი, თუმცა ოკლაჰომაში ასეთი კანონი მოქმედებს, ვინც ძაღლს სახეს უწვალებს იმისათვის, რომ დაჯღანოს და სასაცილო გამომეტყველება მისცეს, ამის გამო ეფარდება ფულადი ჯარიმა, ან პატიმრობა.

ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ (დაჯექით და იხარხარეთ) (10 ფოტო)



2. შარვლის ტარება... (ჩაცმა)
საფრანგეთში ბოლო დრომდე იყო კანონი ქალს არ სცმოდა შარვალი. 1799 წელს პარიზში არ შეეძლო ქალს ჩაეცვა შარვალი საჯაროდ პოლიციის ნებართვის გარეშე; 1892 წელს უკვე კანონმა დაუშვა სპორტული შარვლების ჩაცმა მხოლოდ ცხენოსნობის დროს; 1909 წელს კი ქალბატონებმა ჩაიცვეს შარვლები კანონით, მხოლოდ ველოსიპედით მგზავრობისას. 2013 წელს კი საფრანგეთის მთავრობამ საერთოდ გააუქმა ეს კანონი, თუ კი სადმე ისევ არსებობდა.

ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ (დაჯექით და იხარხარეთ) (10 ფოტო)




3. ქალმა არ უნდა მართოს ავტომობილი და...
საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალს აკრძალული აქვს მართოს ავტომობილი და ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში ხმის მისაცემად. თუმცა წელს, მეფე აბდულა აძლევს მათ საშუალებას, 2015 წლის ხელისუფლების არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ (დაჯექით და იხარხარეთ) (10 ფოტო)



4. რა ხდება ა.შ.შ-ს ქალაქ Minnesota-ში?...
ვერ წარმოიდგენთ და ა.შ.შ-ს ქალაქ Minnesota-ში აკრძალულია სარეცხის თოკსა თუ საშრობებზე ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის ერთად გამოფენა.

ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ (დაჯექით და იხარხარეთ) (10 ფოტო)



5. განქორწინებას ნუთუ კრძალავენ სადმე?...
დიახაც, ფილიპინებსა და ვატიკანში, თუ ფეხი შედგით ოჯახურ უღელში და კანონის წინაშე იქორწინეთ, ვსიო, იქ მორჩა ყველაფერი, განქორწინებას უკვე ვეღარ მიიღებთ ბატონო და გინდათ თუ არ გინდათ, მოგიწევთ იმ უღელის ბოლომდე ტვირთვა. ერთადერთი გამონაკლისია იქ მცხოვრები მუსულმანები, რომელთაც ეძლევათ განქორწინებაზე ნებართვა, გარკვეული მიზეზების საფუძველზე.

ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ (დაჯექით და იხარხარეთ) (10 ფოტო)



6. ზედმეტი წონა...
საქართველოში ზედმეტი წონა პრობლემასთან ასოცირდება და მეტად აქტუალური თემაა, აი იაპონიაში კი, რომელიც სუმოს მოჭიდავეთა მშობლიური ქვეყანაა, თურმე mitabo-ს კანონით კრძალავს 40 წელზე ზევით მყოფი მამაკაცების და ქალების 80-90 კგ-ზე მეტის ყოფნას.

ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ (დაჯექით და იხარხარეთ) (10 ფოტო)




7. არ გადაიხადო, სანამ არ შეჭამ...
დანია განსაკუთრებული ქვეყანაა თავისი სტუმართმოყვარეობით. მათი რესტორნებიც ასეთი კანონით გამოირჩევა, არ იხდი სადილის თანხას მანამ, სანამ არ მოამთავრებ, ვინაიდან თუ უკმაყოფილო დარჩი რომელიმე კერძის გემოთი, შეგიძლია არ გადაიხადო საერთოდ არაფერი და ისე დატოვო რესტორანი. (ქართველებს ამის გაგონებაღა გვაკლდა, არა?? :) )

დანიაში ასევე აკრძალულია ავტომობილის დაქოქვა მანამ, სანამ არ შეამოწმებ ქვეშ ხომ არ სძინავს ვინმე ბავშვს. (უცნაურია არა?)

ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ (დაჯექით და იხარხარეთ) (10 ფოტო)



8. არ მოკვდე პარლამენტში...
ყველაზე სასაცილო კანონია რაც აქამდე

გსმენიათ, "არ მოკვდე პარლამენტში", რომელიც დღემდე ძალაში იყო დიდ ბრიტანეთში და ახლახანს გაუქმდა. კანონის თანახმად, ვინც პარლამენტში კვდებოდა, მთავრობა მარხავდა, ამიტომ შემოუღიათ ეს კანონი და თუ დაატყობდნენ პარლამენტში მყოფთ, რომ ვინმე არ გამოიყურებოდა ჯანმრთელად, სასწრაფო წესით მას დაცვა გარეთ გაუძახებდა.

ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ (დაჯექით და იხარხარეთ) (10 ფოტო)




9. ბიძაშვილების ქორწინება აკრძალულია 65 წლამდე...
Utah-ს შტატში მიღებულია ასეთი კანონი, რომ ბიძაშვილებს შორის ქორწინება აკრძალულია 65 წლის ასაკამდე. ეს ასაკი მიიჩნევა, რომ მხოლოდ ურთიერთზრუნვა ამოძრავებთ და მეტი არაფერი, ამიტომ ფაქტობრივად აკრზალულია ბიძაშვილებს შორის კავშირი, რაც კანონით ისჯება.

ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ (დაჯექით და იხარხარეთ) (10 ფოტო)



10. საღეჭი რეზინის ღეჭვა. (კევი)
როდისმე იფიქრებდით, რომ საღეჭი რეზინის ღეჭვის გამო შეიძლება თავი ციხეშიც კი ამოყოთ? სასაცილოა ხომ? თუმცა 1992 წლიდან სინგაპურში საღეჭი რეზინის ღეჭვა და რა თქმა უნდა იმპორტიც აკრძალულია. დაშვებულია მხოლოდ ნიკოტინის საღეჭი რეზინი, რომელსაც ექიმი ნიშნავს სპეციალურად. თუ შემთხვევით დაღეჭეთ და თანაც ძირს დააგდეთ, 1000$-ით დაჯარიმდებით (ამ ღირებულების ინდური ფულით), თუმცა გააჩნია შემთხვევას, შეიძლება ციხეშიც ამოყოთ თავი.

ყველაზე სასაცილო კანონები, რაც კი ოდესმე გსმენიათ (დაჯექით და იხარხარეთ) (10 ფოტო)






წყარო
dle


აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
loading...
კატეგორია - უცნაური    9.09.2016

loading...



      სარეკლამო სივრცე       
loading...
2016 © PuP.Ge ყველა უფლება დაცულია.