Image

“მე არ ვნანობ, რომ მოვკალი ჩემი შვილი” - დედამ 22 წლის შვილი თავად მოკლა (შოკისმომგვრელი რეალობა)

“მე არ ვნანობ, რომ მოვკალი ჩემი შვილი” - დედამ 22 წლის შვილი თავად მოკლა (შოკისმომგვრელი რეალობა)
Загрузка...
როგორც კი ჩასთვლემდა, ესიზმრებოდა შვილი როგორ დაბრუნდა საიქიოდან და სდევნიდა მას, - ფრენსისმა გადაწყვიტა ავადმყოფი შვილი მოეკლა.
ის გასულ კვირას გამოუშვეს ციხიდან. დედა თვლის, რომ ეს მისი მხრიდან კეთილშობილური საქციელი იყო, თუმცა მკვლელობისთვის მაინც დაიჭირეს. ის ციხეში ხუთი წელი იჯდა. ხუთი წლის მანძილზე, ყოველ ღამე იხსენებდა ახალგაზრდა, ლამაზ, ჯან-ღონით სავსე, მხიარულ 22 წლის შვილს. როგორც კი ჩასთვლემდა, ესიზმრებოდა შვილი როგორ დაბრუნდა საიქიოდან და სდევნიდა მას. მთელი ღამეები ტიროდა, როცა იხსენებდა როგორ იწვა მისი ვაჟი საავადმყოფოში ქირურგებისგან დამახინჯებული სახით, რომლებმაც გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს. მათ შეძლეს მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნება უბედური შემთხვევის შემდეგ.
პირიდან გადმოგდებული გასივებული ენა, გახელილი თვალები, რომლებიც ვერაფერს ხედავდნენ, ახდილი თავის ქალა, რომ არ დასწოლოდა ტვინს. კონტაქტში ვერ შემოდიოდა, საჭიროებდა 24 საათიან მოვლას მთელი სიცოცხლის მანძილზე.“ჩემი შვილის დანახვა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო და ეს უნდა გაგრძელებულიყო უსასრულოდ. ციხეში, როცა ჩემს თავს ვეკითხებოდი, სწორად მოვიქეცი თუ არა, ვიხსენებდი ტომის ამ საშინელ მდგომარეობას, ის ცოცხალი იყო, სიცოცხლის გარეშე. მე თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან გავათავისუფლე ტანჯვისაგან”.

ფრენსისი 61 წლისაა. მას ყოველთვის უზომოდ უყვარდა შვილი. სანიმუშო ცოლმა, სამი შვილის დედამ ქუჩაში 200 გირვანქა სტერლინგად იყიდა ჰეროინი და შვილს გაუკეთა. ფრენსისი თვლის, რომ კარგად მოიქცა, კანონის წინაშე კი დამნაშავეა მკვლელობაში. მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ხუთ წელიწადში გამოუშვეს.

ფრენსისი ამბობს, რომ მისი შვილი მოკვდა მშვიდად. ბოლო სიტყვები, რაც მოისმინა, დედისგან იყო ნათქვამი, რომ უყვარდა ის. ექიმებს შეეძლოთ გამოერთოთ ის აპარატიდან, მაგრამ ის კიდევ იწვალებდა ერთ კვირას მაინც და შიმშილით მოკვდებოდა. თუ არ გამორთავდნენ, 40 წელს მაინც გაძლებდა ახალგაზრდა სხეული, თუმცა განწირული იყო სამუდამო ტანჯვისათვის. 21 წლის ტომს ქუჩაში ჩხუბი მოუვიდა. გახეთქილი ტუჩის გამო ის სასწრაფო დახმარების მანქანას საავადმყოფოში მიჰყავდა. ტომს არ უნდოდა წასვლა და მანქანიდან გადმოხტა. სწორედ მაშინ მიიღო ეს საშინელი ტრავმა. ფრენსისს კი ის ანუგეშებს, რომ ტომი გაამართლებდა მის საქციელს.

წყარო dle
9-09-2016, 11:43
კომენტარები
რეკლამა
loading...
ასევე დაგაინტერესებთ