Image

საზარელი ტრაგედია - ცოლი რამდენიმე დღის მოყვანილი ყავდა სანამ დაიღუპებოდა, საზარელი შემთხვევის დეტალები...

საზარელი ტრაგედია - ცოლი რამდენიმე დღის მოყვანილი ყავდა სანამ დაიღუპებოდა, საზარელი შემთხვევის დეტალები...
Загрузка...
თბილისში, პოლიტკოვსკაიას N57-ში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი მუშის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გარდაცვლილი 26 წლის თემურ გურგენაშვილია, რომელმაც ცოლი რამდენიმე დღის წინ შეირთო.

ინტერნეტ მომხმარებელი გრიგოლ გეგელია წერს:
"გაიცანით, თემურ გურგენიშვილი. 26 წლის. რამდენიმე დღის წინ ცოლი მოიყვანა. გუშინ მშენებარე შენობიდან ჩამოვარდა და სიცოცხლე რეანიმაციაში დაასრულა. „არაჩვეულებრივი ბიჭი, პატიოსანი, არ სვამდა, არ ეწეოდა, ზრდილობიანი, მორიდებული“, ამბობს მისი კოლეგა.
თემური შეეწირა სახელმწიფოს ტრადიციულ გულგრილობას, რომელიც მკვლელი ენერგიაა. თუმცა, იგი არც პირველია და არც ბოლო იქნება. 2016 წელს, საწარმოო ტრამვის შედეგად უკვე 25 ადამიანია გარდაცვლილი. სანამ უსაფრთხოების ზომები და შრომის პირობები არ დადგენილა კანონის მიხედვით, კიდევ ბევრი ადამიანი დაასრულებს სიცოცხლეს ტრაგიკულად.

დამნაშავეა სახელმწიფო, მაგრამ დამნაშავეა ასევე ყველა ადამიანი, ვინც არ იაზრებს ამ პრობლემას. ფაქტობრივად არასდროს, როცა მსგავს თემებზე დამიპოსტავს, არავითარი ცხოველი საზოგადოებრივი ყურადღება არ დამინახავს. სამაგიეროდ, ყველა სახის სკანდალზე და უბედურებაზე დამინახავს ანთებული და აღტკინებული ერი.

ხოდა, სახელმწიფოც ეგეთი გვაქვს. სამარცხვინო და ტრაგიკული. გამოფხიზლდით! თქვენც მშრომელები ხართ, ზოგი ოფისში, ზოგი ქარხანაში, ზოგიც - მშენებლობაზე. თქვენიცაა ეს სახელმწიფო!

[დამატება: სანამ გუშინდელ ტრაგედიაზე ვწერდით, მოლოდინი, რომ იქნება მეტი ტრაგედია საშინლად ახდა — ბოლო საათებში, თბილისში კიდევ ერთი მუშა დაიღუპა სხვა მშენებლობაზე!] - წერს მოქალაქე.

"ლიბერალის" ინფორმაციით, სახლს პოლიტკოვსკაიას 57-ში შპს "სოლო დეველოპმენტი" აშენებს, შპს-ს 100% წილის მფლობელია კახაბერ მანჯავიძე. კომპანია 2015 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიტკოვსკაიას 57-ში აშენებს.


გამოცემა კომპანიის დირექტორს, გიორგი აფციაურს ესაუბრა. რომელიც ამბობს, რომ კომპანია დაღუპული მუშის ოჯახის მიმართ ვალდებულებას გრძნობს, თუმცა შეკითხვებზე - რატომ მოხდა შემთხვევა, ჩამოვარდნის მიზეზი იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობა და ა.შ. - არ პასუხობს.

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მედიკოსების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს პოლიტრავმა – მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო dle
21-10-2016, 18:04
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
ასევე დაგაინტერესებთ