Image

8 უბოროტო რამ, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ და არც კი ვიცით, რომ სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის (8 სურათი)

8 უბოროტო რამ, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ და არც კი ვიცით, რომ სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის (8 სურათი)
loading...
1. მაღვიძარა - უამრავი ადამიანი იყენებს სამუშაო დღეებში გასაღვიძებლად მაღვიძარას, მაგრამ უქმეებზე შუადღემდე აგრძელებს ძილს.

8 უბოროტო რამ, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ და არც კი ვიცით, რომ სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის (8 სურათი)

მეცნიერების აზრით, ეს მეტად საშიში ჩვეულებაა, რადგან უქმეებსა და სამუშაო დღეებში ძილის რეჟიმი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. იაპონელი მეცნიერების აზრით, სხვადასხვა დროს გაღვიძება, რეჟიმის დარღვევის გარდა, გულის დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს.
მაღვიძარას ხმაზე მძინარე მომენტალურად იღვიძებს და მას წნევა მაღლა ეწევა. ეცადეთ, ადრე დაიძინოთ, რათა ადრე გაგეღვიძოთ ან ოჯახის წევრს სთხოვეთ თქვენი გაღვიძება.




2. "ვიეტნამკები"


8 უბოროტო რამ, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ და არც კი ვიცით, რომ სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის (8 სურათი)

ის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხსამოსია. მაგრამ დავიწყოთ იმით, რომ რეზინის ტარება მთელი დღე არასასურველია; ამასთანავე, გადასაჭერი ზოგჯერ ისეთი უხეშია, რომ აღიზიანებს კანს, იარაში კი შეიძლება მიკრობები გაჩნდეს.
ამასთანავე, ორთოპედების აზრით, "ვიეტნამკების" დიდი ხნით ტარება უარყოფითად მოქმედებს ხერხემალზე და სახსრების ტკივილს იწვევს. ზემოჩამოთვლილი არ ნიშნავს, რომ საერთოდ უარი უნდა თქვათ "ვიეტნამკებზე". მათი ჩაცმა მხოლოდ გარკვეულ სიტუაციაში და მცირე ხნით შეგიძლიათ.




3. ჯდომა


8 უბოროტო რამ, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ და არც კი ვიცით, რომ სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის (8 სურათი)

ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ თანამედროვე ადამიანი ძირითად დროს მჯდომარე პოზაში ატარებს. თუ ადამიანი კვირაში 23 საათს ზის, მას გულის დაავადებები შეაწუხებს. ხშირად წამოდექით, გაიარ-გამოიარეთ, შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიში.




4. შხაპის ხშირი მიღება


8 უბოროტო რამ, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ და არც კი ვიცით, რომ სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის (8 სურათი)

ზოგიერთი ადამიანი შხაპს დღეში რამდენჯერმე იღებს. მეცნიერების აზრით კი, ეს არც ისე უსაფრთხოა ჩვენი ორგანიზმისთვის. საქმე იმაშია, რომ ჩვენს ტანზე, "ცუდ" ბაქტერიებთან ერთად, "კარგებიც" ცხოვრობენ, რომლებიც საჭირონი არიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
მათმა ხშირმა ჩამორეცხვამ კი შეიძლება ჯერ კანის სიმშრალე, შემდეგ ეგზემა გამოიწვიოს. მეცნიერების აზრით, არც თავის ყოველდღიური დაბანაა სასურველი.



5. ზურგჩანთის ტარება


8 უბოროტო რამ, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ და არც კი ვიცით, რომ სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის (8 სურათი)

მშობელი შვილს საბავშვო ბაღის ასაკში რომ დაჰკიდებს ზურგჩანთას, სკოლის დამთავრებამდე არ ხსნის. ეს კი, ექსპერტების აზრით, ყოვლად დაუშვებელია.
ზურგჩანთის ტარების გამო ბავშვს ზურგის ტკივილი შეიძლება სერიოზულ დაავადებაში გადაეზარდოს. ნუ გაუვსებთ ბავშვს ზურგჩანთას უსარგებლო ნივთებით. მასში მხოლოდ აუცილებელი საგნები ჩაულაგეთ.





6. იაფფასიანი მზის სათვალე


8 უბოროტო რამ, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ და არც კი ვიცით, რომ სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის (8 სურათი)

ოფთალმოლოგების აზრით, იაფფასიანი სათვალის მინა არ იცავს თვალს ულტრაიისფერი
სხივებისგან. უფრო მეტიც, ასეთი სათვალის ტარებას ისინი გვიკრძალავენ.
უმჯობესია, უარი თქვათ მოდურ, მაგრამ იაფფასიან სათვალეზე და შეიძინოთ დამუშავებულმინიანი სათვალე, რომელიც თვალებს არ აგატკიებთ და სერიოზულ დაავადებებსაც აგაცილებთ.




7. სანთლის ანთება


8 უბოროტო რამ, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ და არც კი ვიცით, რომ სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის (8 სურათი)

მართალია, ახლა იშვიათად ვანთებთ სახლში სანთლებს, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ პარაფინის სანთლები მომწამვლელ გაზებს უშვებს.
ამასთანავე, უყურადღებოდ დატოვებული ანთებული სანთლისგან შეიძლება ხანძარიც გაჩნდეს. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ.




8. ბრინჯის ჭამა


8 უბოროტო რამ, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ და არც კი ვიცით, რომ სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის (8 სურათი)

ბრინჯში, რომელსაც მთელ მსოფლიოში განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთმევენ, დარიშხანი აღმოაჩინეს. ექსპერტების აზრით, ყავისფერ ბრინჯში იგი უფრო მეტი რაოდენობითაა, ვიდრე თეთრში. ამიტომ მისი ჭამა ბავშვებისა და ფეხმძიმეებისთვის უნდა აიკრძალოს. dle
21-10-2016, 00:12
კომენტარები