,,ტექნობუმის“ სკანდალური SMS - მოტყუებული მოქალაქეები სასამართლოში ჩივიან

,,ტექნობუმის“ სკანდალური SMS - მოტყუებული მოქალაქეები სასამართლოში ჩივიან
Загрузка...

მოკლეტექსტური შეტყობა, რომლსაც ფოტოზე ხედავთ ტექნიკის მაღაზია „ტექნო ბუმიდან“ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო.

შეთავაზებაც მომხიბვლავად გამოიყურებიდა: შეტყობინების ავტორები მომხმარებელს ერთგულებისთვის მადლობას უხდიდნენ და მადლიერების ნიშნად ყოველგვარი შენაძენის გარეშე საჩუქარს ჰპირდებოდნენ. კომპანიია მენეჯრერებმა 21 ოქტომბრის დღეს „მადლიერების დღეც“ კი უწოდეს.

შედეგმაც არ დააყოვნა, თბილისის ფილიალებში ხალხის რიგი დილიდან არ წყდებოდა, თუმცა ერთგულმა მომხმარებელმა საჩუქრის ნაცვლად ფასდაკლების ვაუჩერი მიიღო, ისიც იმ შემთხვევაში თუ „ტექნო ბუმში“ შენაძენს გააკეთებდა.


ფაქტმა მომხმარებლის გაღიზიანება გამოიწვია, მათი ნაწილი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. ერთ-ერთი მათგანია დოდო ღვინიასვილი, რომელიც „ნიუპოსტს“ უყვება, რომ მასსავით დღეს ათასობით ადამიანი მოატყუეს.

,,ტექნობუმის“ სკანდალური SMS - მოტყუებული მოქალაქეები სასამართლოში ჩივიან


„არ ვიცი, როგრ ავხსნა ჩემი გაბრაზება და აღშფოთება ასიათასობით ადამიანის შეურაცხყოფისთვის.

„ტექნო ბუმის“ მაღაზიიდან, მოგვივიდა მესიჯები სადაც გვწერდნენ რომ 21 ოქტომბერს, ყოველგვარი შენაძენის გარეშე ერთგულ მომხმარებელს ტექნო ბუმი ასაჩუქრებდა და გვწერდა, ნუ დაკარგავთ საჩუქარს, მობრძანდით და წაიღეთ თქვენი საჩუქრებიო. იქ მისული უამრავი ადამიანი კი მოყუიებული დატოვეს. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. აუცილებლად ვუჩივლებ ტექნო ბუმს, იქ ბავშვებიც იყვნენ, რომლებიც ჭყლეტაში მოჰყვნენ“- უთხრა „ნიუპოსტს“ ღვინიაშვილმა.

მისი თქმით, პირადად ესაუბრა კონსულტანტს და მომხმარებლის მოტყუების გამო უსაყვედურა, თუმცა მენეჯრებმა არცერთ მის კითხვას არ უპასუხეს.

„ლოდინის, ჭყლეტვის და აუტანელი სივიწროვის შემდეგ, როგორც იქნა შევაღწიე მაღაზიაში სადაც უკვე ისმოდა უკმაყოფილო ადამიანების პრეტენზიები. მაღაზიის წარმომადგენელს ვაჩვენე შეტყობინება, დამიდასტურა რომ აქცია იყო, თუმცა შენაძენის გარეშე საჩუქარი კი არა ფასდაკლების ვაუჩერი შემომაჩეჩეს“- დასძინა მოქალაქემ.

დოდო ღვინიაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც „ტექნო ბუმის“ „მარკეტინგულ ხრიკს“ აპროტესტებს.

,,დღეს ტექნო-ბუმის მაგაზიებს ხალხი აწყდება ერთმანეთს, ეს ყველაფერი არის აფიორა ტყუილი არანაირი საჩუქარი არ არსებობს მე ის მშობლები მეცოდება დღეს რომ ვნახე რიგში პატარა ბავშვებთან ერთად რომლებსაც საჩუქრის მოლოდინი აქვთ და რეალურად მიიღებენ ფასდაკლების იდიოტურ 50-ლარიან ვაუჩერს რის გამოც არ ღირს საერთოდგაკარება მაღაზიებთან, ჩემი თვალით ვუყურებდი უკანა მხრიდან გამოსულ ხალხის ნაკადს,რომლებსაც სიბრაზისგან დაკუჭული ვაუჩერი გამოქონდა რადგან მიხვდა რომ ამდენი დროფუჭად დაკარგა და ენერგია. საქართველოს სირცხვილა, გრცხვენოდეთ შევიგინებდი მაგრამგინება გაგამრავლებთ კიდევ" - დაწერა ტექნობუმის ოფიციალურ გვერდზე სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

წყარო dle


აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
loading...
კატეგორია - საინტერესო    21.10.2016

loading...



      სარეკლამო სივრცე       
loading...
2016 © PuP.Ge ყველა უფლება დაცულია.