Image

სკანდალი - როგორ ერთობიან მიხეილ სააკაშვილი და სოფო ნიჟარაძე პრაღის სასტუმროში...

სკანდალი - როგორ ერთობიან მიხეილ სააკაშვილი და სოფო ნიჟარაძე პრაღის სასტუმროში...
loading...
უკრაინაში პუტინმა სრული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა. ოდესის გუბერნატორი კი პრაღაში ისვენებს, თავის ერთ-ერთ ფავორიტთან ერთად. სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილი ფეშენებელურ სასტუმროში გაჩერდნენ, კარგადაც ერთობიან და „შოპინგობენ“. სხვები, მას ხომ ბევრი ფავორიტი ჰყავს, ალბათ, საკუთარ რიგს ელიან. მოკლედ, ნამდვილი „ათას ერთი ღამეა“.
თუმცა, პოლიტიკაში მას სურს, სულ სხვა იმიჯი ჰქონდეს.

„ჩემო ძვირფასო, მშობლიურო…“ ასე იწყება ვიდეომიმართვები, რომელსაც რამდენიმე დღეა სააკაშვილი თავისი „ფეისბუკით“ ავრცელებს და გვარწმუნებს, რომ გულისფანცქალით ელოდება მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმას და რომ ეს არჩევნები მას დაბრუნების საშუალებას მისცემს.
პარალელურად საომარი მოქმედებები მწვავდება თავად უკრაინაში. ყირიმში რამდენიმე დივერსიული აფეთქების შემდეგ, რომელსაც კრემლში კიევს მიაწერენ, პუტინმა უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის სრული მზადყოფნა გამოაცხადა.
უკრაინა ის მეორე ფრონტია, სადაც სააკაშვილი, მისივე სიტყვებს თუ დავესესხებით, ასევე, დიდი შემართებით იბრძვის. მისი განცხადებებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლა მისი მესიანისტური ფუნქციაა.
შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ორ ფრონტზე იბრძვის, ორივეგან მისი მთავარი მტერი პუტინია, საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა სურს, უკრაინაში – თავად ქვეყნის. ამ მისიის აღსასრულებლად მან უკრაინაში სპეციალური ფონდიც კი შექმნა. ფონმა უნდა დააფინანსოს და დაეხმაროს უკრაინელ ჯარისკაცებს. ამ მოტივით ფონდში ბიზნესმენებს დიდი ოდენობის ფინანსები ჩაარიცხვინეს.
თუმცა, როგორც გამოირკვა, ეს ფინანსები მიხეილის პირად კომფორტში იხარჯება. ამ თემაზე სკანდალმა რამდენჯერმე იფეთქა უკრაინაში. გაირკვა, რომ სააკაშვილი სამხედრო პირებისთვის შეგროვებულ ფულს ძვირად ღირებულ მოგზაურობებში ხარჯავს, თანაც თავი მოწყენილად რომ არ იგრძნოს, თანმხლებ პირებსაც ამ ფონდიდან აფინანსებს. როგორც დეპუტატი დიმიტრი გოლუბოვი ამტკიცებს, ამ ფონდიდან რამდენჯერმე სოფო ნიჟარაძის ოდესაში ჩასვლა დაფინანსდა.
განცხადებებში შემართული და ანთებული სააკაშვილის ასეთი კონფორმისტული დამოკიდებულება – ფინანსების დახარჯვა, სამხედრო პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ქალებსა და გართობაში, ოდესაში ნამდვილ სენსაციად იქცა. ღამის ბარები, ხმაური, სასმელი, გლამურული ქალბატონები…
სააკაშვილის სატელევიზიო განცხადებები მის რეალურ ცხოვრებას ისეა აცდენილი, რომ მოსახლეობაში ეს უკვე დიდ იმედგაცრუებას იწვევს.
მით უფრო, რომ მისი მეუღლე სანდრა რულოვსი ინტერვიუებსა და ფოტოებში ძირითადად მარტო ჩნდება. მისი იმიჯი შვილებზე მზრუნავი ქალია. ეს არა მხოლოდ მის განცხადებებში ჩანს, არამედ ფოტოებშიც.
სააკაშვილის მესიანისტური იმიჯი კი განადგურების დიდი რისკის ქვეშ დგას. ახლაც, როცა უკრაინაში პუტინმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, მიხეილი თავის ერთ-ერთ ფავორიტთან, სოფო ნიჟარაძესთან ერთად პრაღაში ისვენებს.
შოკია უკრაინელებისთვის? ასეთმა შოკმა საქართველოსაც ბევრჯერ გადაუარა. მათ შორის, ერთხელ აგვისტოს ომის შემდეგ 2008 წელს, როცა ნატყვიარი ქვეყანა ჯერ კიდევ ჭრილობებს იშუშებდა, კამერებმა სააკაშვილი, დაცვასთან ერთად, „შოპინგზე“ დააფიქსირა.
მესიანისტური იდეა, რომელიც სააკაშვილს მის წარმოდგენაში აქვს და რომელმაც ის ისტორიას მებრძოლ, თავდადებულ და უშიშარ ლიდერად უნდა შემოუნახოს, მის ცხოვრებას არ შეესაბამება. სინამდვილეში ის ძალიან სუსტია ამქვეყნიური ცდუნებების – ძვირად ღირებული ნივთებიდან დაწყებული და ქალებით დასრულებული – მიმართ.
თავად მიხეილი ამ სისუსტეების დაფარვას ცდილობს და ამტკიცებს, რომ პუტინი მას ყველა მეთოდით ებრძვის.
თუმცა, ერთია პუტინი და მეორეა ულტიმატუმი, რომელიც ოდესის გუბერნატორს რამდენიმე ხნის წინათ საკუთარმა ცოლმა წამოუყენა. სარა რულოვსმა განაცხადა, რომ ის არ ჩაერეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ საარჩევნო მარათონში, თუკი „მისი ქალები“ საარჩევნო სიაში მოხვდებოდნენ. მცდელობა კი იყო… მიხეილი ცდილობდა მათთვის ადგილის პირველ ოცეულში დაჯავშნას.
დასავლური ღირებულებების დეკლარაციის მიუხედავად, სააკაშვილი თავისი ცხოვრების სტილით თავქარიან ბიჭუნას უფრო ჰგავს. დასავლეთში ოჯახი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, პირველ რიგში პოლიტიკოსისთვის. დასავლეთში პოლიტიკოსებს ცეცხლივით ეშინიათ სკანდალების, ისინი უფრთხიან გლამურულ ქალბატონებს და მათთან ურთიერთობებს. იციან, რომ ეს მათს იმიჯს შელახავს და კარიერას გაუფუჭებს. თუმცა, მიხეილისთვის, როგორც ჩანს, მესიანისტური იდეა მხოლოდ ამბიცია და ახირებაა, თორემ დასავლური ღირებულებებისადმი პატივისცემას ის არასოდეს იჩენდა.

წყარო - http://marshalpress.ge/ dle
17-10-2016, 19:36
Загрузка...
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
ასევე დაგაინტერესებთ