Image

სად ნახა ერთ თვეში სიყვარული, როგორ გამოჭენდა ყველა გადაცემაში და ყვებოდა, რა ბედნიერი იყო…თავად მას ჰკითხეთ“- სოფო ბედიას ყოფილი ქმრის სკანდალური ინტერვიუ

სად ნახა ერთ თვეში სიყვარული, როგორ გამოჭენდა ყველა გადაცემაში და ყვებოდა, რა ბედნიერი იყო…თავად მას ჰკითხეთ“- სოფო ბედიას ყოფილი ქმრის სკანდალური ინტერვიუ
Загрузка...
მომღერალ სოფო ბედიას ყოფილი მეუღლე, მუსიკოსი მიშა შაყულაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში სოფოსთან დაშორების დეტალებზე საუბრობს. წყვილი რამდენიმე წლის წინ დაშორდა ერთმანეთს და სოფო ამჟამად მეორე ოჯახი აქვს. მისი მეუღლე მიშა მესხია, რომელთანაც თავს კარგად და კომფორტულად გრძნობს, რაც არაერთხელ აუღნიშნავს სხვადასხვა ინტერვიუსა თუ ტელეშოუებში.
„არ დავმალავ, რომ დაშორების შემდეგ სოფოსთან შერიგებაზე ვფიქრობდი. მძიმე მომენტია ოჯახის დანგრევა და ღმერთმა არავის გამოაცდევინოს, მაგრამ დღეს უფალს მადლობას ვეუბნები, არა იმიტომ, რომ ოჯახი დამენგრა, არამედ იმიტომ, რომ სოფო აღარაა ჩემს გვერდით. ღმერთი გაშორებს იმას, რაც მოსაშორებელია. სოფოც მოსაშორებელი იყო და მომაშორა. ალბათ, მეც მოსაშორებელი ვიყავი მისთვის. დანარჩენი: სად ნახა ერთ თვეში სიყვარული, როგორ შეუყვარდა ასე ძალიან ამხელა სიყვარულის შემდეგ, ერთი თვის თავზე, როგორ გამოჭენდა ყველა გადაცემაში და ყვებოდა, რა ბედნიერი იყო…თავად მას ჰკითხეთ", - ამბობს სოფო ბედიას ყოფილი მეუღლე მიშა შაყულაშვილი.

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“

წყარო dle
17-10-2016, 16:27
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
ასევე დაგაინტერესებთ