Image

ტესტი - წინასწარმეტყველება: გაიგე, რა გელის მომავალში ახლავე!

ტესტი - წინასწარმეტყველება: გაიგე, რა გელის მომავალში ახლავე!
loading...
ტესტის პასუხებს დაბლა შემოგთავაზებთ, მაგრამ სანამ ბოლო კითხვას პასუხს არ გასცემთ, ტექსტის ბოლოსკენ თვალი არ გაგექცეთ.


1. რომელი ფერი მოგწონთ ყველაზე მეტად?


წითელი

შავი

ცისფერი

მწვანე

ყვითელი


2. თქვენი სახელის პირველი ასო;


3. თქვენი დაბადების თვე;


4. შავი თუ თეთრი?


5. დაასახელეთ თქვენივე სქესის ადამიანი;


6. თქვენი საყვარელი ციფრი;


7. რა უფრო მოგწონთ თვითმფრინავით ფრენა თუ მატარებლით მგზავრობა?


8. რა უფრო მოგწონთ: ოკეანე თუ ტბა?


9. ჩაიფიქრეთ სურვილი.


პასუხები:


1. რომელი ფერი აირჩიეთ:


წითელი – ენერგიული ადამიანი ხართ; თქვენი ცხოვრება სავსეა სიყვარულით.


შავი – კონსერვატიული და აგრესიული პიროვნება ხართ.


მწვანე – მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ.


ცისფერი – მოულოდნელობებით სავსე ადამიანი ხართ; გიყვართ, როცა საყვარელი ადამიანი გულში გიხუტებთ და გკოცნით.


ყვითელი – ბედნიერი ადამიანი ხართ, ხალისიანი და არასდროს დაიზარებთ რჩევის მიცემას გარშემო მყოფებისთვის.


2. თუ თქვენი სახელის პირველი ასო იწყება:


ა-დან კ-მდე: თქვენი ცხოვრება სავსეა სიყვარულითა და მეგობრობით;


ლ-დან რ-მდე: ცდილობთ, ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით გაიმრავალფეროვნოთ. ცოტა ხანში პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.


ს-დან ჰ-მდე: გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს არასდროს ეუბნებით და მომავალსაც იმედის თვალით უყურებთ.


3. თუ თქვენ დაიბადეთ:


იანვარ-მარტში – წელი ბედნიერად და საინტერესოდ ჩაივლის; ისე მოულოდნელად შეგიყვარდებათ, რომ თავადაც ვერ მიხვდებით.


აპრილ-ივნისში – მგზნებარე რომანი გელით. ხანმოკლე, მაგრამ მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.


ივლის-სექტემბერში – ეს წელი საინტერესო მოვლენებით იქნება აღსავსე. გლობალური ცვლილებებიც გელით.


ოქტომბერ-დეკემბერში – რამდენიმე რომანტიკული თავგადასავალი გელით; წლის ბოლოს კი ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით.


4. თუ თქვენ აირჩიეთ:


შავი – თქვენი ცხოვრება შეიცვლება. თავდაპირველად მოგეჩვენებათ, რომ სირთულეებს თავს ვერ დააღწევთ, წლის ბოლოს კი ბედის მადლიერი იქნებით.


თეთრი – გაგიჩნდებათ ახალი მეგობარი, რომელიც არც გაჭირვებაში მიგატოვებთ, არც – ლხინში.


5. ეს ადამიანი თქვენი საუკეთესო მეგობარია.


6. ამდენი ერთგული მეგობარი გყავთ.


7. თუ თქვენ აირჩიეთ:


თვითმფრინავით ფრენა – თავგადასავლები გიყვართ;


მატარებლით მგზავრობა – არ გიყვართ ცვლილებები.


8. ტბა – მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის ერთგული ხართ;


ოკეანე – ცვლილებების მოყვარული ხართ და გარშემო მყოფების გამხიარულება გიყვართ.


9. სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ.


Marao.ge dle

15-10-2016, 23:15
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
ასევე დაგაინტერესებთ