Image

ცოლმა ქმარს უთხრა, რომ მის ძმასთან ღალატობდა. ქმრის პასუხმა კი ცოლი შოკში ჩააგდო! - ისტორია, რომელსაც შოკისმომგვრელი დასასრული აქვს...

ცოლმა ქმარს უთხრა, რომ მის ძმასთან ღალატობდა. ქმრის პასუხმა კი ცოლი შოკში ჩააგდო! - ისტორია, რომელსაც შოკისმომგვრელი დასასრული აქვს...
Загрузка...
ცოლმა ქმარს შემდეგი წერილი მისწერა:

“ამ წერილს გწერ იმისთვის, რომ გითხრა: შენგან მივდივარ. ამ 7 წლის მანძილზე, მე შესანიშნავი ცოლი ვიყავი, შენგან კი, არაფერი მივიღე. ბოლო 2 კვირა ნამდვილი საშინელება იყო, მაგრამ ბოლო წვეთი გახდა შენი უფროსის ზარი, მან მითხრა, რომ სამსახურიდან წამოხვედი.

წინა კვირას, სახლში მოხვედი და არც ჩემი მანიკური შეამჩნიე, არც ვარცხნილობა. არ შეამჩნიე ის, რომ ვახშამზე შენი საყვარელი კერძი მოვამზადე და ახალი პენუარი ვიყიდე. შენ სწრაფად ივახშმე, ფეხბურთს უყურე და დასაძინებლად წახვედი. არ მეუბნები, რომ გიყვარვარ, არ მეხები. არ ვიცი გადაგიყვარდი, თუ არა, მაგრამ მივდივარ.

P.S. თუ ჩემი პოვნა მოგინდება, იცოდე მე და შენი ძმა დასავლეთ ვირჯინიაში წავედით.

კარგად იყავი! შენი ყოფილი ცოლი.”

აი, რა უპასუხა მას ქმარმა:

“ძვირფასო ყოფილო ცოლო,
არაფერი გამახარებდა ისე, როგორც არ წერილმა გამახარა. გეთანხმები, ჩვენ 7 წელი ვიყავით ერთად, მაგრამ იდეალური ცოლი ნამდვილად არ იყავი. მე ვუყურებდი მატჩებს იმისთვის, რომ შენი ბუზღუნი არ მომესმინა. ცუდია, რომ ეს არ მშველიდა. შევამჩნიე, რომ თმა შეიჭერი, მაგრამ დედა მასწავლიდა: თუ კარგს ვერაფერს ამბობ, ჯობია არაფერი თქვა. და მე არ ვთქვი. რაც შეეხება ვახშამს, შენ ალბათ ჩემს ძმაში აგერიე. მე ღორის ხორცს უკვე 7 წელია აღარ ვჭამ. პენუარიც შევამჩნიე, მაგრამ ფასიც დავინახე- 49 დოლარი. იმედი მქონდა, რომ ეს არავითარ კავშირში არაა იმასთან, რომ 1 დღით ადრე ჩემს ძმას 50 ვასესხე.

ამ ყველაფრის შემდეგაც კი მიყვარხარ და მჯეროდა, რომ ამას გავუმკლავდებოდით. ამიტომ როცა გავიგე, რომ ლატარეაში 10 000 000 დოლარი მოვიგე, სამსახურიდან წამოვედი და 2 ბილეთი იამაიკაზე ვიყიდე. მაგრამ როდესაც სახლში მოვედი, მხოლოდ შენი წერილი დამხვდა. იმედია ბედნიერი იქნები. ჩემმა იურისტმა მითხრა, რომ შენი წერილის გამო, ჩემგან 1 დოლარსაც კი ვერ მიიღებ.

შენი ქმარი.”

წყარო dle
16-12-2016, 18:42
-
---
კომენტარები
რეკლამა
loading...
ასევე დაგაინტერესებთ